თავში

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

“თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების, სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში

თქვენი რთული, მაღალი რისკის შემცველი პროფესიული მოვალეობის შესრულება საამაყოა და პატივსაცემი.

ვისურვებ, თქვენთან ერთად, ღირსეულად გადაგველახოს ყველა ის დაბრკოლება, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება.

თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ საქართველოს კეთილდღეობისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა თუ დასახული მიზნის განხორციელებაში.

ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system