თავში

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა - დავით ზალკალიანი

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაერო-ს ასამბლეაზე გაჟღერებული ინიციატივა შეაფასა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გააჟღერა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ეს გახლავთ ახალი ინიციატივა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 

სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო, სამეზობლო ინიციატივა, გულისხმობს იმას, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის. ეს არის საქართველოს მთავრობის, პრემიერის წამოწყებული ინიციატივა და კარგად დავინახეთ ბოლო თვეების განმავლობაში ის მედიაცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწია და რაც ამ ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვინდა, რომ თბილისში მოვიწვიოთ საერთაშორისო შეხვედრები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სადაც გაჟღერდება კონკრეტული ინიციატივები ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system