თავში

პრემიერ-მინისტრმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილი "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს შეხვდა. 

"დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი; ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა", - განაცხადა მან. 

მთავრობის მეთაურის თქმით საქართველომ და ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში და ზოგადად, ფაშიზმის დამარცხების ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, ყველას ვალია, კიდევ ერთხელ, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, მოვიხსენიოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირეს ამ დიდ ომში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი პარკში შეკრებილ ვეტერანებს გაესაუბრა, მათ გამარჯვების დღე მიულოცა, მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მათ მხარდასაჭერად გატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system