თავში

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს კარანტინის გამოცხადების მიზეზები განუმარტა

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს კარანტინის გამოცხადების მიზეზები განუმარტა
პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს კარანტინის გამოცხადების მიზეზები განუმარტა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო, კარანტინის გამოცხადების მიზეზებზე.

დეკანოზის თქმით, საპატრიარქოსთვისაც მოულოდნელი იყო კარანტინის გამოცხადება. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კარანტინის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ ესაუბრა.

„ეკლესიამაც გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. შეხვედრაზე არსებულ ვითარებაზე იყო საუბარი, თუ რა შეიცვალა 2-3 დღეში. საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა სტრუქტურებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, რათა არ ავცდეთ რეალობას. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო კარანტინის გამოცხადება. ვიმსჯელებთ, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და ამას საზოგადოებას ვაცნობებთ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან".  

პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაცია ჰქონდა და ეს კომუნიკაცია გრძელდება. გახარიას თქმით, როგორც მთავრობისთვის, ისე ეკლესიისთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა. 

შეგახსენებთ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system