თავში

პრემიერ-მინისტრმა თქვა, როდის შემოვა ფაიზერის მილიონი დოზა

პრემიერ-მინისტრმა თქვა, როდის შემოვა ფაიზერის მილიონი დოზა
პრემიერ-მინისტრმა თქვა, როდის შემოვა ფაიზერის მილიონი დოზა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის ერთი მილიონი დოზა საქართველოში ეტაპობრივად დაახლოებით თვე-ნახევარში შემოვა. ეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ორი მილიონი ვაქცინაა.

"დღეს ქვეყანაში გვაქვს 2 მილიონი ვაქცინა. მილიონ ნახევარი არის ჩინური და ნახევარი მილიონი არის ფაიზერი. გარდა ამისა, მილიონი დოზა ფაიზერი ჩვენ პირდაპირ მწარმოებელს დავუკვეთეთ და მოწოდება უკვე დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა, 2 მილიონი ადგილზეა, მილიონი ალბათ ერთ თვეში, თვე-ნახევარში შემოვა ეტაპობრივად", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადაუხადა საქართველოში 24 ივლისს შემოსული ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზისთვის, რომელიც ქვეყანას აშშ-მ აჩუქა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system