თავში

პრემიერ-მინისტრმა ზედა ბახვის სკოლა მოინახულა

პრემიერ-მინისტრმა ზედა ბახვის სკოლა მოინახულა
პრემიერ-მინისტრმა ზედა ბახვის სკოლა მოინახულა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად სოფელ ზედ ბახვის ახლადრეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა. ისინი ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს. 

განათლების სამინისტროს ცნობით, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის განახლების სამუშაოები 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულდა. შეიცვალა სკოლის შენობის მთლიანი სახურავი და განახლდა ეზოს ღობე, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, დერეფნები და სველი წერტილები.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system