თავში

პრემიერი ადასტურებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა

პრემიერი ადასტურებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა
პრემიერი ადასტურებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სფერის წარმომადგენელი დაინფიცირდდა.

"ერთ შემთხვევა გვაქვს, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელი არის ინფიცირებული, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულ პირს ვირუსი ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შედეგად გადაედო. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია უკვე 100 ადამიანი. მისი თქმით, ქვეყანაში დადასტურებული სამი შემთხვევის წყარო უცნობია. 

"მიუხედავად იმისა, რომ გყვავს 18 გამოჯანმრთელებული დინამიკა ინფიცირულების ზრდის არის შემაშთოფებელი. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომელიც წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯოვოთ, არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24-საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system