თავში

პრემიერი: მარნეულში დაინფიცირებული პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა

პრემიერი: მარნეულში დაინფიცირებული პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა
პრემიერი: მარნეულში დაინფიცირებული პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიებას უკავშირდება, კერძოდ, პრემიერის განმარტებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. 

მისი თქმით, ვერ მოხერხდა შიდა გადაცემის წყაროს იდენტიფიცირება, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა. 

„ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, ინფიცირებული გვყავს 54 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 3 254 ადამიანი. 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინიფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი.

ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“,- განაცხადა გახარიამ.

მომხდარის გამო მარნეულის და ბოლნისის მუნციპილატიტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system