თავში

პრემიერი აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი

პრემიერი აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი
პრემიერი აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო!თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ.დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ.

თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა", - წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system