თავში

პრემიერი: უნდა ვიშრომოთ ბევრი ჩვენი პატარებისთვის

პრემიერი: უნდა ვიშრომოთ ბევრი ჩვენი პატარებისთვის
პრემიერი: უნდა ვიშრომოთ ბევრი ჩვენი პატარებისთვის

დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს იქნება ის, რაც მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.

„მინდა ბავშვებს და მათ მშობლებს მივულოცო, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system