თავში

პრემიერის გამოსვლაში აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე - დავით ზალკალიანი

​პრემიერის გამოსვლაში აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ
პრემიერის გამოსვლაში აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინსიტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე.

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა 2024 წელს აუცილებლად გააკეთებს იმ ამბიციურ განაცხადს, რაც დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

"პრემიერი ასევე შეეხო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიზაციას, რომ საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით და რომ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ 6 არჩევნები ჩატარდა, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა მაღალი საერთაშორისო სტანდარტით, რაც იყო დაფუძნებული დემოკრატიულ პრინციპებზე. კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ მომავალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system