თავში

"პრემიერმა ფეხზე დაგვიკიდა"- ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას მართავს

"პრემიერმა ფეხზე დაგვიკიდა"- ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას მართავს
პრემიერმა ფეხზე დაგვიკიდა- ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას მართავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ.

ისინი ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვენ.

"მოვითხოვ ამერიკის ელჩთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებ შიმშილს. ველოდებოდით პრემიერისგან გამოხმაურებას, თუმცა მან ფეხზე დაგვიკიდა. ასევე ვითხოვთ, გამოძიებაში ჩაერთოს ამერიკის ფედერალური ბიურო და მათ გამოიძიონ ეს საქმე,”-განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

"ჩემი შვილი მოკლა სამმა მაღალჩინოსანმა, გვივარდებიან სახლში და გვიხოცავენ შვილებს, ეს ასე არ გაგრძელდება. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის ხელისუფლების ბრალი და ჩამოინგრევა მალე"- განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system