თავში

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა
პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა და ქართველი ხალხის სახელით ჯადაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და ექიმებს პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გამოჩენილი უდიდესი ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა.

,,ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩვენი ადმინისტრაციისგან. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ ამ თვეების განმავლობაში თქვენი სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის დიდი ძალისხმევის გამო. ჩვენ შევძელით ჩვენი დანაზოგიდან რამდენიმე სასუნთქი აპარატი გადმოგვეცა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო მთელი სისტემის მხრიდან. ვიცი რამდენად გადატვირთულია დღეს სამედიცინო სექტორი და მათ მინდა ვუსურვო გამძლეობა, ბედნიერი ახალი წელი, ჯანმრთელობა და თქვენი მეშვეობით მინდა ვუთხრა ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად აფასებს ყველა მათ ღვაწლს ამ რთულ პერიოდში და ვისურვებდი, რომ მომავალი ახალი წელი იყოს მშვიდობიანი და წარმატების წელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system