თავში

პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.

მათივე ცნობით, კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

„გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში გაიმართება, სადაც 27 გამარჯვებულის დაჯილდოებასთან ერთად, გამოვლინდება გრან პრი-ს 7 გამარჯვებული და საზოგადოებრივი რჩეულის პროზის ლაურეატი. ღონისძიებას ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს“,- აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system