თავში

ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის საქართველოს საელჩომ ქვეყანაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს უმსაპინძლა.

შეხვედრის უმთავრეს მიზანს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენა წარმოადგენდა. ამ მხრივ დარგის სპეციალისტებთან გამართულ პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა მასალა საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ.

აღინიშნა, რომ უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ორიგინალური სამზარეულო, ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვანება, არსებული კურორტები, ღვინის სამშობლოს სტატუსი გამოარჩევს საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისაგან და აქცევს ოთხი სეზონის სასურველ ტურისტულ დანიშნულებად.

საქართველოში სამოგზაუროდ გამგზავრებამდე სასურველი ტურის დაჯავშნისა და დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ტურიზმის შემადგენელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system