თავში

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მიმართავს.

,,მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცველები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცველების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.

ზუგდიდში,სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა მოლაპარაკებების შედეგად სამი მძევალი გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ,,საქართველოს ბანკის" შენობაში 16 მძევალი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system