თავში

პრეზიდენტი: აღარ დასრულდა ახალგაზრდების მიერ ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება

პრეზიდენტი: აღარ დასრულდა ახალგაზრდების მიერ ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება
პრეზიდენტი: აღარ დასრულდა ახალგაზრდების მიერ ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ. 

„ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system