თავში

პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო

პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო
პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის ტექსტს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია.

ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს.“, – წერს პრეზიდენტი „ფეისბუქში“.

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system