თავში

პრეზიდენტი: ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თქვენთვის ლოცულობს

პრეზიდენტი: ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თქვენთვის ლოცულობს
პრეზიდენტი: ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თქვენთვის ლოცულობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს პოსტს უძღვნის და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

,,ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს.

მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო!

მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის!

მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.

ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს!

მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system