თავში

პრეზიდენტი: ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს რომ საქართველო საიმედო მეგობარია

პრეზიდენტი: ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს რომ საქართველო საიმედო მეგობარია
პრეზიდენტი: ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს რომ საქართველო საიმედო მეგობარია

ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ NATO საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. 

"თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. NATO საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატო-ს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს. სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლიოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა განაგრძობს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას. ქართველმა ჯარისკაცებმა, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ამასთან, მისი თქმით, აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამერიკის შეერთებულ შტატებს მინდა მადლობა მოვახსენო განსაკლუთრებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის. წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა იყო მიმართული ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც დღეს თვისობრივად ახალ დონეზეა. აქვე მინდა მადლობა მოვახსენო ნატო-ს წევრ ქვეყნებს ეფექტიანი და დინამიური თანამშრომლობისათვის და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისათვის. დასასრულს აღვნიშნავ, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც ჩვენი მყარი მიზანია! დიდი მადლობა!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system