თავში

პრეზიდენტი ომებში დაღუპულთა მემორიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა

პრეზიდენტი ომებში დაღუპულთა მემორიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა
პრეზიდენტი ომებში დაღუპულთა მემორიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ომებში დაღუპულთა მემორიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან დღეს, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

დრო მოვიდა, ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის, არა ის პატარა დაფა, რაც გარეთ არის, არა ეს ადგილი, რომელიც შიგნით არის და საზოგადოება ვერ შემოდის ისე ადვილად, როგორც საჭირო არის. რამე ადგილი, სადაც 9 აპრილის დაღუპულები, როგორც ყველა ჩვენ ომში და ყველა ჩვენს ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად და სადაც შევძლებთ, შემეცნებითი ნაწილიც იყოს, რომ ახალგაზრდები სკოლებიდან მივიდნენ და პატივი მიაგონ და გაიგონ, თუ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდშიც მიიღო მონაწილეობა. შეკრებილების მიმართ სიტყვით გამოსვლისას კი თქვა, რომ მათი ბედი იყო უსამართლო, ხოლო ბრძოლა - უთანასწორო. 

ახალგაზრდები აქედან წავიდნენ შემართებით. არის უამრავი მოგონება, თუ როგორი შემართებით გადიოდნენ ქალაქიდან, როგორ ტაშს უკრავდა ქალაქი ამ ახალგაზრდებს, რომლებიც მიდიოდნენ ქალაქის და ქვეყნის დასაცავად ისე, რომ უკან არ მოუხედავთ, არ უფიქრიათ, რა იქნებოდა კოჯორ-ტაბახლემაში ამ ცივ თებერვლის თვეში, როგორი იქნებოდა მათი ბედი. მათი ბედი იყო უსამართლო, ბრძოლა იყო უთანასწორო", - თქვა პრეზიდენტმა.

1921 წლის თებერვალში, საქართველოში შემოჭირლ ბოლშევიკთა მე-11 არმიის ნაწილებს 510-მა იუნკერმა გაუწია წინააღმდეგობა. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა. 23 თებერვალს მათი ცხედრები სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს. სწორედ აქ მდებარეობს ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system