თავში

პრეზიდენტი სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს

პრეზიდენტი სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს
პრეზიდენტი სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რისკჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს. 

საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა ქვეყანაში ვაქცინაციის საკითხის გააქტიურებისთვის ხელისუფლებას, საპატრიარქოსა და მედიას მიმართა.

"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული -  სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

მივმართავ მედიას, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ.

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 49 ინფიცირებული.

ნახეთ, რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system