თავში

პრეზიდენტი ვეტერანებისა და სკოლის მოსწავლეების შეხვედრის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი ვეტერანებისა და სკოლის მოსწავლეების
პრეზიდენტი ვეტერანებისა და სკოლის მოსწავლეების შეხვედრის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და განაცხადა, რომ აქვს სურვილი მათ მიეცეს საშუალება, სკოლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ და პატრიოტულ სულისკვეთებაზე ესაუბრონ. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვეტერანების დაფასებაზე ჯარის კეთილსიმედოობა დგას და მათი მოტივაციაც ვეტერანებზე ზრუნვით ყალიბდება. 

"ვისურვებდი, რომ ვეტერანებს მიეცეთ საშუალება, რომ მივიდნენ სკოლებში და თვითონ გააცნონ ახალგაზრდებს, თუ რას ნიშნავს ვეტერანობა, რას ნიშნავს ეს პატრიოტული სულისკვეთება. მე მგონი, ამ კუთხით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვეტერანების ისტორია ჩვენს ქვეყანაში განუყოფელია ჩვენი ქვეყნის ისტორიისაგან და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისგან, ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ეს ისტორია ყველამ იცოდეს, ისწავლოს და რაც მთავარია გაიგოს და დააფასოს. დაფასება არის პირველი ნაბიჯი გაგებისკენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system