თავში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში, ემანუელ მაკრონთან, კამალა ჰარისთან, შარლ მიშელთან, ანგელა მერკელთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის საჭირო ქმედებებსა და ანგარიშვალდებულებებზე საჯარო დისკუსიას წარმოადგენს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საფრანგეთისა და მექსიკის თანათავმჯდომარეობითა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობით ტარდება.

„ფორუმს დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ასევე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პუმზილე მლამბო ნქგუკა, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

გლობალური ფორუმი 29 მარტს მეხიკოში დაიწყო და პარიზში 2 ივლისს დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system