თავში

პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა, ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ აცანაში გამართულ ღონისძიებაზე, ანზორ ერქომაიშვილს, ბრწყინვალების ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – ,,რუსთავისა“ და ,,მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system