თავში

პრეზიდენტმა ჩიჩილაკის შესახებ ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორთან განიხილა

პრეზიდენტმა ჩიჩილაკის შესახებ ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორთან განიხილა
პრეზიდენტმა ჩიჩილაკის შესახებ ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორთან განიხილა

ჩიჩილაკისა და „კალანდობის“ შესახებ საკუთარი ინიციატივების განხილვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს შეხვედა, რომელსაც ზურაბიშვილმა ჩიჩლაკებით მორთულ ათონელის სასახლეში უმასპინძლა. 

ინფორმაციას facebook გვერდზე თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე, ჩიჩილაკისა და "კალანდას" შესახებ, ჩემს ინიციატივებზე ვისაუბრეთ“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იდენტობის წარმოჩენისთვის.

„შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით, რომელიც ეხება გურიაში კალანდობას და ჩიჩილაკის მომზადების წესის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად. დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა, ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად. ასევე, გავაცანით წლევანდელ წელზე დაგეგმილი სამუშაოების პროცესი, თუ რა იგეგმება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პრეზიენტმა გამოთქვა სურვილი, რომ მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება ისეთ გადაწყვეტილებებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპატრეზზე მუდმივად იქნება სახელმწიფოს და სააგენტოს მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორედ და სწრაფად წარიმართოს”, - განაცხადა ნიკოლოზ ანთაძემ. 

ცნობისთვის, ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, ჩიჩილაკი და „კალანდობა" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ ინიციატივის შესახებ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში „კალანდობა 2020“-ის საზეიმო ღონისძიებების დასრულებისას განაცხადა:

„მიჭირავს ხელში ჩიჩილაკი, რომელიც ასევე დგას პრეზიდენტის სასახლის წინ. ეს არის არაჩვეულებრივი ასევე გურული ტრადიცია, მაგრამ რომელიც მოედო მთელ საქართველოს. და მე მგონი, რომ ეს არის უძლიერესი ტრადიცია.

მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული „კალანდობა“ შევიტანოთ ჩვენ არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკოში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system