თავში

პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა - VIDEO

პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა - VIDEO
პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა - VIDEO

სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა.

ჯილდო მის ოჯახის წევრებს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე გადაეცათ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” შედეგად ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

დათა ვანიშვილი აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას, აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დაეთმო. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ვალია ვანიშვილის თქმით, გარდაცვალებამდე დათამ სთხოვა, არ მიატოვოს ხურვალეთში მდებარე მათი სახლ-კარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system