თავში

პრეზიდენტმა ლეჩხუმში უსახელოურის დასამზადებელი მარანი მოინახულა

პრეზიდენტმა ლეჩხუმში უსახელოურის დასამზადებელი მარანი მოინახულა
პრეზიდენტმა ლეჩხუმში უსახელოურის დასამზადებელი მარანი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ლეჩხუმს ესტუმრა. მან სოფელ ოყურეშში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი მოინახულა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ, წითელ ღვინოს ამზადებენ.

როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. აღნიშნული ჯიშის ყურძენი მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

,,ღვინოს ორგანული მეთოდით ვამზადებთ. ვენახსაც, რა თქმა უნდა, ორგანული მეთოდით ვუვლით. ერთმა ძირმა ვაზმა მხოლოდ ორი კილო შეიძლება მოისხას, თუ გვინდა, რომ დავამზადოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო“ - განაცხადა გიორგი მანაგაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system