თავში

პრეზიდენტმა სამხედროებს ავღანეთში დროშა გაატანა

პრეზიდენტმა სამხედროებს ავღანეთში დროშა გაატანა
პრეზიდენტმა სამხედროებს ავღანეთში დროშა გაატანა

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს.

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ კონტინგენტს მისიაში საქართველოს დროშა გაატანა, კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

"დღეს მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა - პანდემიის გამოწვევის წინაშე, და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრზე მეტყველებს. მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ.

მინდა, გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში და თქვენს ოჯახებში. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა ყველას: თქვენც და ჩვენც, და ვიცი, რომ თქვენი მისია წარმატებული იქნება! ღმერთი გფარავდეთ!“, - მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system