თავში

პრეზიდენტმა ლეხ კონჩაკი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ლეხ კონჩაკი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ლეხ კონჩაკი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებასა და კულტურულ დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის პოლონური ინსტიტუტის დირექტორი თბილისში ლეხ კონჩაკი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ლეხ კონჩაკის მნიშვნელოვანი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარების საქმეში და ვრცლად ისაუბრა საქართველო-პოლონეთის მჭიდრო ურთიერთობების შესახებ.

"დღეს ვაჯილდოვებ ჩვენს ერთ-ერთ პოლონელ მეგობარს. ბატონი ლეხ კონჩაკი კულტურული მრჩევლის სტატუსით მუშაობდა პოლონეთის საელჩოში და ძალიან ბევრი რამ შესძინა ჩვენს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველოში ყველა საელჩო ასეთი აქტიური იყოს, როგორიც პოლონეთის საელჩოა.

ეს ჩვენთვის ძალიან დიდ დახმარებასა და ნამდვილ მხარდაჭერას ნიშნავს. ამ პერიოდში, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დაარსებისა და მისი საქმიანობის მიმართულებით - უმნიშვნელოვანესია ცენტრის არაჩვეულებრივი კოლხური არტეფაქტების აღმოჩენა ქუთაისში და აღმოჩენები გონიოში.

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ჩვენი ერთობლივი მიღწევაა, როცა პოლონეთი და საქართველო ერთად, ძალიან შედეგიანად მუშაობენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system