თავში

პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში მოინახულა - VIDEO

პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში მოინახულა - VIDEO
პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში მოინახულა - VIDEO

საქართველოს პრეზიდენტმა "ნიუ ჰოსპიტალსში"  სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

"მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა.

ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.

ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა.

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება.

ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის წინ მიმდინარე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით,შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system