თავში

პრეზიდენტს არ აქვს და არც ჰქონია TikTok-ის ანგარიში - პრესსამსახური

პრეზიდენტს არ აქვს და არც ჰქონია TikTok-ის ანგარიში - პრესსამსახური
პრეზიდენტს არ აქვს და არც ჰქონია TikTok-ის ანგარიში - პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს და არც ჰქონია TikTok-ის ანგარიში, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

,,ინფორმაცია პრეზიდენტის TikTok-ზე დარეგისტრირებისა და ამ გვერდის შინაარსის შესახებ ყალბია!", - აცხადებენ პრესსამსახურში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,პრეზიდენტი TikTok-ზე გამოჩნდა", რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის report.ge-მაც გაავრცელა. 

ცნობისთვის, TikTok-ზე პრეზიდენტის სახელითა და გვარით რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშზე ატვირთულია პრეზიდენტის ვიდეო, რომლის საშუალებითაც ის საზოგადოებას დაბადების დღის მილოცვისათვის მადლობას უხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system