თავში

,,პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მიხაილოს ციხეში დაბრუნება მოითხოვა" - ნაჯა ორაშვილი

,,პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მიხაილოს ციხეში დაბრუნება მოითხოვა" - ნაჯა ორაშვილი
,,პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მიხაილოს ციხეში დაბრუნება მოითხოვა - ნაჯა ორაშვილი

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შესაძლოა, მუსიკოსი მიხეილ თოდუა ციხეში დააბრუნონ. 

მისივე ინფორმაციით, მიხაილომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე დაუკრა, რის გამოც პრობაციამ მისი ციხეში დაბრუნება მოითხოვა.

,,მუსიკოსი მიხეილ თოდუა, სასცენო სახელით Michailo, 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ ელექტრონული სამაჯურის ტარების უფლებით შარშან გათავისუფლდა. ზედმიწევნით იცავდა ყველა დადგენილ წესს და რეკომენდაციას, 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გადიოდა, თუ სადმე უკრავდა, სახელმწიფო სტრუქტურები ინფორმირებული ჰყავდა.

თუმცა, ამ უკიდურეს კრიზისში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებაზე დაკვრის გამო, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მისი ციხეში დაბრუნება მოითხოვა.

მიხაილოს სასამართლო პროცესი ხვალ 14:00 საათზე გაიმართება.

არ დავუშვათ ამ შესანიშნავი არტისტის და უკეთილშობილესი ადამიანის ციხეში დაბრუნება.

გთხოვთ ყველამ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი", - წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.

მუსიკოსმა მიხეილ თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წლის 11 ოქტომბერს დატოვა.

მან პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა.

ცნობისთვის, მიხეილ თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა.

ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system