თავში

უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა

წუხელ გვიან ღამით მოსული ნალექის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ჭებისა და არხების გაწმენდის მიზნით, სპეციალური ტექნიკა რამდენიმე ქუჩაზე მუშაობს. მიმდინარეობს დატბორილი ტერიტორიების ამოტუმბვითი სამუშაოები. 

ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბათუმის წყალი" ავრცელებს.

,,ღამის განმავლობაში წვიმის შედეგად შენობების სარდაფების და პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტების დატბორვის შესახებ „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 14 შეტყობინება შევიდა.

პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

იწმინდება ცხაურის ზედაპირები, რათა არ შეიქმნას წყლის დაგუბების პრობლემები. ასევე, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.
ამ დროისათვის ქალაქში ავტომობილით გადაადგილება ყველგან არის შესაძლებელი, გარდა იმ ქუჩებისა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შპს ,,ბათუმის წყლის'' ტექნიკური ჯგუფები, მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებს მუშაობს", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system