თავში

პროექტი "მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში" დასრულდა

პროექტი "მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროაში" დასრულდა
პროექტი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში დასრულდა

პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

პროექტის დახურვის ღონისძიება ონლაინ გაიმართა. ის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გახსნა. 

მისი განცხდებით, პროექტის მთავარი ამოცანები და მიზნები ხელს უწყობს ინდუსტრიის მხრიდან სამუშაო ძალის მოთხოვნისა და მიწოდების დისბალანსის შემცირებას, რაც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"აღნიშული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებას. მიღებული შედეგებით შესაძლებელი გახდება სისტემაში ახალი კადრების მოზიდვა, ხოლო არსებული მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა",- განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა. 

ღონისძიებას სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელი ელენე ვიხმანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და პროექტის თანამშრომლები, პროფესიული განათლების ექსპერტები და დაინტერესებული მხარეების ფართო წრე ესწრებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system