თავში

პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს ხვალიდან განაახლებენ

პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს ხვალიდან განაახლებენ
პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს ხვალიდან განაახლებენ

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენა პროფესიული კოლეჯებიდან იწყება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო. 

70-მა სახელმწიფო თუ კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფოთის კოლეჯს „ფაზისი“ და ოზურგეთის კოლეჯს „ჰორიზონტი“ ესტუმრა და დეტალურად გაეცნო სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორივე პროფესიული კოლეჯი სრულ მზადყოფნაშია, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაახლოს სასწავლო პროცესი და სტუდენტებს შეუქმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system