თავში

პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი ორ-სამ დღეში ჩაერიცხებათ

პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი ორ-სამ დღეში ჩაერიცხებათ
პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი ორ-სამ დღეში ჩაერიცხებათ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხელფასი რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მეშახტეები ხელფასს სამ დღეში მიიღებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მან კომპანიისგან მიიღო.

„ტყიბულთან დაკავშირებით რაც ვიცი, ეს არის, რომ ხდება სახელფასო ფონდის აკუმულირება, როგორც კომპანიამ და სახელმწიფომ მომაწოდა ინფორმაცია, უბრალოდ არც არავის გადაუწყვეტია, რომ მათთვის შეეწყვიტათ ხელფასების გადახდა. უბრალოდ, საერთო თანხა არ იყო დაგროვებული, რომ გაესტუმრებინათ ხელფასები და როგორც ამბობენ, ორ-სამ დღეში მოხდება ამ ხელფასების გასტუმრება, რომელსაც თვეების განმავლობაში იღებდნენ მეშახტეები. ამ კუთხით გასაგებია, რომ პრობლემა გადაწყდება“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტყიბულში 30-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system