თავში

პროფკავშირების საერთაშორისო გენერალური ასამბლეა 2020 წელს თბილისში გაიმართება

პროფკავშირების საერთაშორისო გენერალური ასამბლეა 2020 წელს თბილისში გაიმართება
პროფკავშირების საერთაშორისო გენერალური ასამბლეა 2020 წელს თბილისში გაიმართება

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური ასამბლეა 2020 წელს თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ report.ge-ს პროფკავშირებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კანდიდატებს შორის იყვნენ და თბილისს კონკურენციას უწევდნენ ისეთი მეგაპოლისები, როგორიცაა სინგაპური, მელბურნი, ტოკიო, სან-პაულო და რომი.

„არა მარტო საქართველოს დედაქალაქს, არამედ არც ერთ პატარა ქვეყანას არასდროს ჰქონია პატივი ემასპინძლა ისეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიებისთვის, როგორიც მსოფლიო პროფკავშირების მთავარი მმართველი ორგანოს - გენერალური საბჭოს სხდომა.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და პირველი პირი ეწვევა და გლობალური მნიშვნელობის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს. აღსანიშნავია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის წვლილი გადაწყვეტილების ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებაში, რაც თავის მხრივ, საქართველოს პროფკავშირების აღიარება და ამასთანავე დიდი პატივია. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომა ბრიუსელში დღესაც გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და შეხვედრაში ამ სტატუსით მონაწილეობს. მსჯელობის მთავარია საკითხია მშრომელთა ძალის გაძლიერება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system