თავში

"პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა" - რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი საქართველოში

"პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა" - რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი საქართველოში
პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა - რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი კიდევ 2-3 კვირას გაგრძელდება. 

მისივე თქმით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციითა და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი. 

იმნაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვირუსით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია.

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები რა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system