თავში

პროგნოზი ძალიან ცუდია - პაატა იმნაძე

პროგნოზი ძალიან ცუდია - პაატა იმნაძე
პროგნოზი ძალიან ცუდია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ახლო მომავლისთვის, ეპიდსიტუაციის პროგნოზი ცუდია. 

მისი თქმით, დიდი მსხვერპლის თავიდან არიდება რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული. 

"პროგნოზი ძალიან ცუდია. პროგნოზი ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. კიდევ გავიმეორებ, ჩვენზეა დამოკიდებული, პირბადეს რამდენად გავიკეთებთ, სუფრებს თავს რამდენად ავარიდებთ, რამდენად საფლავებზე ქეიფებს არ მოვაწყობთ, ამაზე იქნება დამოკიდებული ვთქვათ, რომ შედარებით ნაკლები მსხვერპლით გავივლით აპრილის ბოლო-მაისის თვეს... ჩვენ ხომ ეს გავლილი გვაქვს? ჩვენ ხომ ნოემბერი გვქონდა? ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში? იგივე შეიძლება დაგვემართოს," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system