თავში

პროტესტი თბილისში - აქტივისტები "კომენდანტის საათს" მეორედ არღვევენ

პროტესტი თბილისში - აქტივისტები "კომენდანტის საათს" მეორედ არღვევენ
პროტესტი თბილისში - აქტივისტები კომენდანტის საათს მეორედ არღვევენ

ამ წუთებში თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორგანიზაცია ,,მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები "კომენდანტის საათს" უკვე მეორედ არღვევენ.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამ ფორმით მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. 

მათივე თქმით, ისინი არ აპირებენ იმ ჯარიმის გადახდას, რომელიც მათ 24 იანვარს გამართული აქციის შემდეგ, ,,კომენდანტის საათის" დარღვევის გამო გამოუწერეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკური ლოკდაუნი დააწესა.

,,ჩვენ არაფრის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის პოლიტიკური ლოკდაუნი. ოროსანი ტიკარაძე ვერანაირად ვერ შეძლებს მართოს პანდემია, რა თქმა უნდა, რეგულაციები არის საჭირო, მაგრამ ისე, როგორც ევროპაშია.

ტრანსპორტი არ ჩაკეტილა ევროპაში არც ერთი დღე, ყველა დამსაქმებელს აქვს უფლება მის დასაქმებულს მისცეს საშვი და არა როგორც რუსეთში და საქართველოში ხდება, რომ მხოლოდ სახელმწიფო წყვეტს ამას.

ჩვენ არანაირ ჯარიმას არ ვიხდით, გუშინწინ, ჩვენ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ირაკლი ფანგანს და დაგვაჯარიმეს 30 ადამიანი, 60 ათასი ლარით. არ ვაპირებთ ამის შეგუებას. ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებითვის", - ამბობს ნიკა ნარსია.

ცნობისთვის, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,კომენდანტის საათი" მოქმედებს. 

ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომლის მიხედვით, ,,კომენდანტის საათი" პირველ მარტამდე ძალაში რჩება. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას, განმეორებით დარღვევა კი, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როდის რა შეზღუდვა მოიხსნება - ყველაფერი დეტალურად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system