თავში

პროტესტი ტყიბულში - მეშახტეები შახტიდან არ ამოდიან

პროტესტი ტყიბულში - მეშახტეები შახტიდან არ ამოდიან
პროტესტი ტყიბულში - მეშახტეები შახტიდან არ ამოდიან

ტყიბულის მაღაროში დასაქმებულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შახტიდან არ ამოდიან.

ამ დროისთვის უცნობია, რას ითხოვენ მეშახტეები.

ფაქტს ადასტურებს მაღაროს ადმინისტრაციაც. კომპანიაში ამბობენ რომ მეშახტეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, რას ითხოვენ მაღაროში დასაქმებულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system