თავში

პროტესტის ნიშნად რომან ანთიამ სამმართველო დატოვა

პროტესტის ნიშნად რომან ანთიამ სამმართველო დატოვა
პროტესტის ნიშნად რომან ანთიამ სამმართველო დატოვა

შსს-ს იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორის პოზიცია რომან ანთიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

როგორც მაიორმა ანთიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ლექსო რაფავას დაკავება უკანონოა.

"პროტესტს ვაცხადებ ლექსო რაფავას უკანონო დაკავებაზე. პროტესტის ნიშნად მე დავტოვე ჩემი სამსახური. მე ვემსახურები ჩემს საქართველოს და არა რომელიმე პარტიას", - განაცხადა ანთიამ.

დღეს, 25 ოქტომბერს შსს დატოვა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი ბერიშვილმა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

შეგახსენებთ, დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომლის სახლშიც უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. 

ასევე ჩხრეკა ჩატარდა და იარაღი ამოიღეს პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system