თავში

პროტესტის ფორმა არ იყო ისეთი, როგორიც შეგვეძლო - ირმა სოხაძე

პროტესტის ფორმა არ იყო ისეთი, როგორიც შეგვეძლო - ირმა სოხაძე
პროტესტის ფორმა არ იყო ისეთი, როგორიც შეგვეძლო - ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ პროტესტის ფორმა მოეწონა.

"პროტესიტს ფორმა იყო მართლა, მაპატიოს ყველამ, მაგრამ არ ვიცი რა სიტყვა ვთქვა, არ იყო ისეთი, როგორიც შეგვეძლო. რასაკვირველია, ცუდია, როდესაც ადამიანი ვერ გიტანს, შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდაა, ასეთი ადამიანი არ არის სასურველი სტუმარი, მაგრამ საზოგადოებამ ასე უნდა სდიოს კარდაკარ? იქ სობჩაკი ჩამოვა… შარშან არ ყოფილა პოზნერი, მაგრამ ზაფხულში, როგორც ვიცი "60 წუთის წამყვანი", ცოლ-ქმარი, გვარი არ მახსოვს, ბათუმში ისვენებდა, არავის გაუგია მათი ჩამოსვლა და წასვლა. ისინი მართლა ვერ გვიტანენ, ველურებად გვსახავენ. იქნებ შეიძლებოდეს, რაღაც სიები იყოს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის ასთი სია. ვიცი, რომ გაზმანოვი არ შეუშვეს. ერთხელ თქვა, რომ ცუდები არიან ბალტიისპირელებიო და მათთვის გახდა მიუღებელი. ხომ შეიძლება იყოს სია ამ ადამიანების, ეს უნდა იყო დასაბუთებული, საფუძველი უნდა ჰქონდეს. 

13 ივლისს იქნება იუბილე ვლადიმერ შაინსკის, რომელიც ჩემი უახლოესი ადამიანი იყო. როგორი დაპატიჟებული ვიყავი, არ იცით, მაგრამ ავუხსენი, რომ ვერ ჩავალ მოსკოვში, თან იუბილე იქნება კრემლში. ორი რუსეთის არსებობას ვერ გეტყვით, მაგრამ მეგობრები ვინც იქ მყავს, ძალიან ნორმალური ადამიანები არიან, ესმით, რომ რუსეთი ჩვენს წინაშე დამნაშავეა, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ" - ამბობს სოხაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system