თავში

"პროტესტითა და ჩხუბით გამოვიქეცი" - ანა სუბელიანი პროკურატურაში მუშაობას იხსენებს

"პროტესტითა და ჩხუბით გამოვიქეცი" - ანა სუბელიანი პროკურატურაში მუშაობ
პროტესტითა და ჩხუბით გამოვიქეცი - ანა სუბელიანი პროკურატურაში მუშაობას იხსენებს

პროექტი "ქალები საქართველოდან" სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის ისტორიას აქვეყნებს. სუბელიანი პროკურატურაში მუშაობის პერიოდს იხსენებს და ჰყვება რატომ დატოვა სამსახური.

მისი თქმით, პროკურატურას ქალების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა.

"რამდენიმე თვე პროკურატურაში მუშაობაც მოვასწარი, პროტესტითა და ჩხუბით გამოვიქეცი იქიდან, რადგან პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემი ქალობა ჩემი ნაკლი იყო. ხო, გავიარე ურთულესი და უდიდესი კონკურსი, რომ საუკეთესო 14 ადამიანში მოვხვედრილიყავი და შემდეგ, მათ შორის საუკეთესოც გავმხდარიყავი. პირობა ასეთი იყო – ის, ვინც უმაღლეს ქულებს მიიღებდა ურთულეს გამოცდებში, გახდებოდა ახლადშექმნილი სამსახურის უფროსი. ასეც მოხდა, ყველას ვაჯობე. მთავარმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ დამიბარეს და მომილოცეს. შემდეგ კი, მეორე ადგილზე გასული ბიჭი დანიშნეს ჩემ ნაცვლად ისე, რომ არავინ არაფერი მითხრა. ამ ბიჭმაც კარგად მოირგო უსამართლოდ მოპოვებული თანამდებობა, მე კი, როდესაც პასუხი მოვითხოვე ზემდგომი ქალისგან, მოვისმინე, რომ მართალია, ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, მაგრამ „ამ სისტემაში ქალი უფროსები არ უყვართ“. შოკში ვიყავი, კარის მოჯახუნებით გამოვედი. ამაზე პროტესტის გამოთქმის გამო კი, ნიუ-იორკში რამდენიმე კვირიანი სასწავლო ვიზიტიდანაც ჩამხსნეს და ჩემ ნაცვლად სხვა გაუშვეს. ხო, ამ უკიდურესად მამაკაცურ სისტემაში ქალმა ლიდერებმა დამჩაგრეს ქალობის გამო. ალბათ, მაშინ საკმარისი გამოცდილება და ძალა მაინც არ მქონდა, საჯაროდ რომ ამეტეხა ამბავი. უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვით უსამსახუროდ ვრჩებოდი," - აღნიშნავს ანა სუბელიანი.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system