თავში

პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება - გაბუნია

პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება - გაბუნია
პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ტექნიკური სამუშაო დასრულებულია, ხოლო ამ ეტაპზე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რომელიც მთავრობაში დასამტკიცებლად გაიგზავნება. 

მისი თქმით, იგეგმება მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია. გაბუნიამ ის ჯგუფებიც დაასახელა, რომლებიც პირველ ეტაპზე აიცრებიან. 

„პარასკევს დასრულდა მუშაობა ვაქცინის დანერგვის გეგმაზე. ამ ეტაპისთვის ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რაც მთავრობაში დასამტკიცებლად გაიგზავნება. ვფიქრობთ, კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება.

გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, რომელში შემავალ პირებსაც რისკი მაღალი არ აქვთ, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი მოცვა. სამიზნე მაჩვენებელი არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური მაჩვენებელი. ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, რაც იქნება გარანტია იმისათვის, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა. რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები, ვისაც ასევე მაღალი რისკი აქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system