თავში

პრემიერი: ეს ფაქტი საგანგაშოა

პრემიერი: ეს ფაქტი საგანგაშოა
პრემიერი: ეს ფაქტი საგანგაშოა

6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი, ამ ოთხი შემთხვევიდან, რომლის წყაროს ვერ ვადგენთ, სამი თბილისშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ის, რომ ახალი შემთხვევების წყაროს დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რისკის შემცველია. მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის, ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც საგანგაშოა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა, რაც გაგვაჩნია არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ მინდა, თითოეულ უწყებას, მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ გლობალური კრიზისი, გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, სამედიცინო თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება კრიზისს მარტო, ამიტომ გვმართებს ურთიერთთანადგომა", - აღნიშნა პრემიერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system