თავში

ყალბი შეტყობინება 3000 ლარიანი ჯარიმის შესახებ- შსს მოქალაქეებს აფრთხილებს 

ყალბი შეტყობინება 3000 ლარიანი ჯარიმის შესახებ- შსს მოქალაქეებს აფრთხილებს 
ყალბი შეტყობინება 3000 ლარიანი ჯარიმის შესახებ- შსს მოქალაქეებს აფრთხილებს 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ყალბი მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.

"ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system