თავში

ყაზახეთიდან დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება

ყაზახეთიდან დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება
ყაზახეთიდან დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება

ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით ქუთაისში ნურ-სულთანის აეროპორტიდან დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება. საგარეო საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილობრივ ემიგრაციასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. 

"ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system