თავში

ყაზბეგში, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

ყაზბეგში, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
ყაზბეგში, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2940 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.

წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 4 სადგურის დამონტაჟება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system